ვინ ფლობს და როგორია „ფინკას“ და „კრედოს“ ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც შესაძლოა, გაერთიანდნენ

"კრედო ბანკმა" შესაძლოა, "ფინკა ბანკი საქართველო" იყიდოს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

სებ-ის ცნობით, ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკის" მომართვის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ. გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ორივე ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს.

აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს „ფინკა ბანკის“ აქტივების მოცულობა შეადგენდა 287 702 303 ლარს. წმინდა მოგება, კი შეადგინა 569 318 ლარი. ამასთან, გასულ წელს ბანკის მთლიანი საპროცენტო შემოსავალი იყო 55 257 487 ლარი.

„ფინკა ბანკის“ ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

  • FINCA International - 65.89%;
  • International Finance Corporation - 14.27%;
  • KfW - 8.87%;
  • FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) - 7.25%.

რაც შეეხება „კრედო ბანკს“, 2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, "კრედო ბანკის" აქტივების მოცულობაა 1,35 მილიარდი ლარი იყო. ბანკმა 2020 წელს 10,9 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

„კრედო ბანკის“ ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს:

  • CDC Group PLC (UK) - 7,12%;
  • European Investment Bank (Luxembourg) - 7,12%;
  • International Finance Corporation (USA) - 8,96%;
  • Kreditanstalt f r Wiederaufbau (Germany) - 7,65%;
  • LFS Advisory GmbH (Germany) - 14,31%;
  • Dr. Bernd Zattler (Germany) - 8,59%;
  • Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) - 6,75%.

თაია არდოტელი