მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 19.7%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა.

„საქსტატის“ ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -6.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.7 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 15.9 პროცენტიანი ზრდით, რაც 9.16 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

თაია არდოტელი