Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1450 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1450 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1450 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 23 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1549 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7695 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.