სომხეთმა თურქული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

სომხეთის ხელისუფლებამ ხუთშაბათს გამართული მთავრობის სხდომის დროს მიიღო გადაწყვეტილება 1-ლი ივლისიდან მომდევნო 6 თვით კვლავ ძალაში დატოვოს თურქეთიდან საქონლის იმპორტზე მოქმედი აკრძალვა.

„თურქეთიდან პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა 31 დეკემბრიდან მოქმედებს, მისი მოქმედების ვადა 1-ელ ივლისს იწურება. გთავაზობთ წინადადებას აკრძალვის მომდევნო 6 თვით გახანგრძლივებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაან კერობიანმა, რის შემდეგად მთავრობამ აღნიშნული წინადადება ერთხმად მოიწონა.

სომხეთში თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა დეკემბრის ბოლოდან მოქმედებს, ამის მიზეზი თურქული მხარის ჩართულობა გახდა ყარაბაღის ომში. რესპუბლიკის ხელმძღვანელობის აზრით, ანკარა არა მხოლოდ სამხედროს სპეციალისტებს აწვდიდა აზერბაიჯანს, არამედ დაქირავებულ პირებს აგზავნიდა აზერბაიჯანში მის მიერ კონტროლირებად სირიაში მოქმედი დაჯგუფებიდან.

კოკა კვირკველია