ამირან გამყრელიძე - „დელტას“ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს 10-დან 20%-მდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში „დელტას“ შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული და ყველა მათგანი იმპორტირებულია. როგორც მან დღევანდელ ბრიფნგზე განმარტა, ქვეყანაში ე.წ. დელტას შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და ამიტომ პრევენციული ღონისძიებების დაცვაა საჭირო.

„დღეს რა ინფორმაციაც მაქვს, ჩვენთან ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურებულია „დელტას“ შტამის 20 შემთხვევა. ყველა მათგანი იყო იმპორტირებული. ჩვენ ვანგარიშობთ, რომ დღეს „დელტას“ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს 10-დან 20%-მდე. მოგეხსენებათ, ევროპის რიგ ქვეყნებში ის „ბრიტანულ შტამს“ ანაცვლებს. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანდათან ეს ჩვენთანაც მოხდეს. ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დასაცავია“,-განაცხადა გამყრელიძემ.