„ჩემი ვიზიტი რაჭაში მნიშველოვანია იმ პროგრამის გამო, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი მომავალი წლების განმავლობაში რეგიონში გეგმავს"

ახლახანს ჩამოვედი რაჭაში. აქ პირველად ვიმყოფები. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ პროგრამის გამო, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი მომავალი წლების განმავლობაში გეგმავს, - ამის შესხებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ეს არის რეგიონი, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ჩემთვის დიდი შესძლებლობაა ვიყო აქ და ვესაუბრო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ დავინახოთ, რა საჭიროებები არსებობს. აქ მთელი დღის განმავლობაში დავრჩები, რომ ვნახო, რა დასკვნები გაკეთდება ჩვენი მომავალი დახმარების თვალსაზრისით,“- აღნიშნა ელჩმა.