ვლადიმერ პუტინი: რუსეთის ეკონომიკა გამოვა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ყველაზე უარესი პროგნოზით ორი წელი დაგვჭირდება

რუსეთის ეკონომიკა გამოვა ამ მდგომარეობიდან და ზრდის მაჩვენებელს დაუბრუნდება, ეს გარდაუვალია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

"ეკონომიკაში შექმნილი ვითარება გარეფაქტორებით არის პროვოცირებული. მაგრამ ვითარება ძალიან მალე დალაგდება; მაგრამ ამისთვის ალბათ, ყველაზე უარესი პროგნოზით ორი წელი დაგვჭირდება", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის მხრივ ვითარება უკვე 2015 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს გაუმჯობესებას. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებას კრიზისს ვერ დაარქმევდა.

"რას ემყარება ჩემი ოპტიმიზმი? ეკონომიკა აუცილებლად მოერგება ნავთობის დაბალ ფასებს", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.