ამირან გამყრელიძე მოსახლეობას - ეს არის რეკომენდაცია, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჯერჯერობით, პირბადე ვატაროთ

ყველას მოვუწოდებ, ეს არის რეკომენდაცია, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჯერჯერობით, პირბადე ვატაროთ, - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოქალაქეებს.

მისი თქმით, პირბადე ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად უნდა დარჩეს მანამ, ვიდრე მოსახლეობის 30% არ აიცრება.

„მიუხედავად იმისა, რომ პირბადესთან მიმართებით მანდატურიზმი იყო, სამწუხაროდ, მისი აღსრულება ვერ ხორციელდებოდა. ხშირ შემთხვევაში, მისი მოხმარების წესი ირღვეოდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აუცილებელია მეტი თვითშეგნება, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება გარე სივრცეებში აკრძალეს და ორჯერ იმუნიზირებული ვარ, ხაზს ვუსვამ, რომ პირბადე ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად უნდა დარჩეს, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება. შიდა სივრცეებში ისევ რჩება მანდატურულად პირბადის ტარება“,-განაცხადა გამყრელიძემ.