1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1470 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1470 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1470 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1549 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7591 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.