გაეროს გენერალური მდივანი სიმდიდრის გადასახადის შემოღებას ითხოვს

სიმდიდრეზე გადასახადის დაწესება ხელს შეუწყობდა პანდემიის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას მთელს მსოფლიოში - ამის შესახებ ხუთშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„დღეისათვის, სულ რაღაც ერთ წელიწადში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კაპიტალი გაზრდილია 5 ტრილიონი დოლარით. მე გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ხელისუფლებებისადმი, განიხილონ გადასახადის შემოღება სიმდიდრეზე ან სოლიდარობის ბეგარა ამ უმდიდრეს ადამიანებზე, ასევე მათზე, ვინც მიიღო შემოსავალი პანდემიისგან, რათა დავაფინანსოთ სოციალურ-ეკონომიკური აღდგენა“, - განაცხადა მან.

გუტერეშმა დასძინა, რომ პანდემიის შედეგად „ასობით მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“, ხოლო ქვეყნების ნაწილი გაკოტრების პირამდეა მისული. „დედამიწის მოსახლეობის ნახევარს არ აქვს ჯანდაცვს აუცილებელ მომსახურებაზე წვდომა“, - აღნიშნა მან.

კოკა კვირკველია