ბათუმში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 666 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, კანონდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.