"ჯარიმების გაუქმებას აქვს დადებითიც და ნეგატიური ასპექტიც, მოსყიდვაზე საუბარი აბსურდია - ვინც კეთილსინდისიერად გადაიხადა ჯარიმის თანხა, გაგვინაწყენდება"

ჯარიმების გაუქმებას აქვს დადებითიც და ნეგატიური ასპექტიც, ამიტომ მოსყიდვაზე საუბარი აბსურდია - ვინც კეთილსინდისიერად გადაიხადა ჯარიმის თანხა, გაგვინაწყენდება,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღებამ არ უნდა წაახალისოს წესების დარღვევა. მისი თქმით, ყველა ამნისტიის აქტს აქვს ეს გამოწვევა, თუმცა, ოხანაშვილის განმარტებით, "მოქალაქეებს ამით არ ვეუბნებით, რომ უფლება აქვთ დაარღვიონ და ეს არ უნდა იყოს სტიმულის მიმცემი".

"მოსყიდვასთან დაკავშირებით საუბარი არის აბსურდი და ღიმილისმომგვრელი. ამ კანონპროექტს აქვს თავისი როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური ეფექტები. თუკი ერთი მხრივ, ის ხელს შეუწყობს იმ ადამიანების სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას, ვისაც თანხის გადახდა უწევდათ და მათ შეუმსუბუქებს სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე ის გამოიწვევს იმ ჩვენი მოქალაქეების ლოგიკურ განაწყენებას, ვინც კეთილსინდისიერად გადაიხადა თანხა და გაგვინაწყებდებიან, ამდენად ჩვენ რომ რაღაც ინტერესი გვქონდეს აბსურდია. როგორც შეიძლება აწონ-დაწონო და თქვა, რომ აი აქ უფრო მეტი მხარდაჭერის მიღება შეგიძლია, ვიდრე იქ. აქვს დადებითიც და ნეგატიური ასპექტიც. ამიტომ მოსყიდვაზე საუბარი აბსურდია,"- განაცხადა ოხანაშვილმა.