თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 24-27 ივნისს გაიმართება. იგი წელს უკვე 23-ედ ტარდება და 1997 წლიდან დღემდე წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას.
წიგნის ფესტივალს ტრადიციულად უერთდება პროექტი „ლურჯი ოკეანე“, რომელიც ბიზნესლიტერატურის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.
„ლურჯი ოკეანე“ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში „პალიტრა L”-ის სტენდთან დაიკავებს ადგილს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ნაია აბაშიძე განმარტავს “მათ სივრცეში მისულ სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის გამოცემული წიგნები, 20%-დან 40%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიურპრიზი ელით: „ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ველოდებით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, პროექტი „ლურჯი ოკეანის“ სტენდთან, სადაც დაგხვდებათ უამრავი წიგნი და საოცარი საჩუქარი ყველა შენაძენზე“ .
იხილეთ კატალოგი: https://cutt.ly/onXRjj5
შაბათს 26 ივნისს, 19:30 საათზე მე-11 პავილიონის გვერდით, ღია სივრცეში მოეწყობა მიშელ ობამას წიგნის “როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ პრეზენტაცია.
გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge. გირჩევთ წინასწარ გადახედოთ კატალოგებს და დაახლოებითი სიაც წინასწარ შეადგინოთ.
როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალი არ უნდა გამოტოვოთ, რადგან წიგნების შეძენა დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. აქ მოცემული წიგნების შეძენას 50-ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ.
გელით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც უამრავი სიახლე და ბევრი სიურპრიზი დაგხვდებათ.
მის: „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის #118, მე-11 პავილიონი.