Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1462 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1462 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1460 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 24 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7591 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.