„უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი სამშენებლო ამნისტიით“

„უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი ამ დღეებში სამშენებლო ამნისტიით“,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი ამ დღეებში სამშენებლო ამნისტიით.

გასაგებია, რომ ოცნებას ფული წინასწარ აღებული აქვს, გასაგებია ისიც რომ მათი ვალი აქვთ. სწორედ ეს არის ბატონებო კორუფცია! სწორედ ეს არის ხეირი ქვეყნის და უჰაეროდ, სიმწვანის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ხარჯზე.

და მორიგ ჯერზე სანამ აკივლდება სხდომაზე ორივე 9 წლის თანამონაწილე ქალბატონი ბითაძე იქნებ სია წარმოადგინოს ვინ ისარგებლებს ამ კანონით. პირველი ოცეული, ორმოცეული, მათი შემომწირველები, ოცნების წევრ/დეპუტატები.

მაღალი ხმის ტემბრით და ნიშნისმოგებით საუბრით კორუფცია არ ქრება სამწუხაროდ,“-წერს ხიდაშელი.

თაია არდოტელი