ამირან გამყრელიძე - ივლისის პირველ ნახევარში თანდათანობით შემოვა „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერი“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის პირველ კვირაში საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.

როგორც გამყრელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ივლისის პირველ ნახევარში ასევე შემოვა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

„დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ ივლისის პირველ კვირაში გვექნება საკმაოდ დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა. ივლისის პირველ ნახევარში თანდათანობით შემოვა 2 ჩინური და „ფაიზერი“. გაფართოვდება ყოველდღიური ვაქცინაციის არეალი და რიცხვი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.