ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზის ჩამოტანის დრო უნდა იყოს ივლისის პირველი დეკადა

„ასტრაზენეკას“ 43 000 დოზის ჩამოტანა მე მაინც ვფიქრობ, უნდა იყოს ივლისის პირველი დეკადა, პირველი ათეული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა „იუნისეფისა", ქვეყანა ახლა პარალელურად, ბევრ სახელმწიფოსა და ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა როგორმე დამატებითი დოზები მოიპოვოს.

„43 000 დოზის ჩამოტანა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ივლისის პირველი დეკადა, პირველი ათეული. გარდა „იუნისეფისა" ჩვენ ახლა პარალელურად, ბევრ სახელმწიფოსა და ორგანიზაციასთან ვმუშაობთ, რომ როგორმე მოვიპოვოთ, ვისესხოთ, ან მოვიტანოთ დამატებითი დოზები, რათა იმ ადამიანებს, ვისაც ჯავშანი გაკეთებული ჰქონდათ აცრის დროულად უფლება მივცეთ. 10-12 კვირა უნდა ჩამოვიყვანოთ ვთქვათ არა 10-ზე არამედ 8-ზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.