"არავის გვინდა, რომ აკრძალვები კიდევ დაწესდეს, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება, ნაკლები ალბათობით განმეორდება"

არ უნდა გავთამამდეთ, არავის გვინდა, რომ აკრძალვები კიდევ დაწესდეს ქვეყანაში,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთნ კორონავირუსის გამო დაწესებული ჯარიმების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს.

"მთავრობის მიერ გაცხადებული ერთჯერადი აქტი იყო, ამაში დებატებში არ შევალ. ეს სერიოზული შეღავათია იმ ადამიანებისადმი, ვინც დაჯარიმდა და მოეხსნათ ეს ჯარიმა. რა თქმა უნდა, ამით ჩვენ არ უნდა გავთამამდეთ, ეს ერთჯერადი გახლავთ. არავის გვინდა, რომ აკრძალვები კიდევ დაწესდეს ქვეყანაში, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს ნაკლები ალბათობით განმეორდება. ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს“, -აღნიშნავს გამყრელიძე.