კორპორაცია Microsoft-მა განახლებული ოპერაციული სისტემა Windows 11 ოფიციალურად წარმოადგინა. პრეზენტაციის ტრანსლაცია კომპანიის საიტზე მიმდინარეობდა.
ახალი სისტემის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მხარე მისი ვიზუალია. შეიცვალა მენიუ „სტარტი,“ რომელიც ეკრანის ცენტრალურ ნაწილში განლაგდება.
გარდა ამისა, ახალი პროგრამა დამუშავებული დიზაინით გამოირჩევა; აქვს ორ მონიტორზე მუშაობის უკეთესი სისტემა და ვიდჯეტები სხვადასხვა სერვისისთვის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემა, წინა ვერსიებთან შედარებით, უფრო სწრაფი და უსაფრთხო იქნება.
Windows 11, მინიმუმ 1 ჰრც სიხშირის 64-ბიტიანი პროცესორის, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებისა და მინიმუმ, 64 გიგაბაიტიანი მყარი დისკის მხარდაჭერით მუშაობს, ხოლო ეკრანის დიაგონალი, მინიმუმ 9 დიუმს უნდა შეადგენდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე Windows 11-ს მობილურ მოწყობილობებსა და პლანშეტების უმრავლესობაზე ვერ გამოიყენებენ.
Windows 11 მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი წლის ბოლოდან გახდება. თუმცა სადღესასწაულო დღეებში Windows 10-ის მფლობელებს კომპანიისგან პროგრამის უფასო განახლების საშუალება მიეცემათ.