"აჭარის ბიუჯეტი, რომელიც 414 მილიონ ლარს აღემატება, არის პრეცედენტული და ისტორიული"

ბათუმის მერის მოვალეობის შემასრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და შეადგენს 204 მილიონ 800 ათას ლარს.

„ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და რისკების ეფექტურმა მართვამ, გამჭვირვალე საპრივატიზებო და საინვესტიციო გარემოს შექმნამ, მკვეთრად გააუმჯობესა ეკონომიკური აქტივობები, რამაც შედეგად მოგვცა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა. რამდენიმე დღის წინ, დამტკიცდა აჭარის ა.რ. ბიუჯეტი, რომელიც აღემატება 414 მილიონ ლარს და არის პრეცედენტული და ისტორიული. აღნიშნული სულისკვეთება ასახულია ქ. ბათუმის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელიც იზრდება 46 მილიონ 807 ათას 300 ლარით და შეადგენს 204 მილიონ 800 ათას ლარს. გაზრდილი ბიუჯეტი ბათუმელებისათვის ნიშნავს: ქალაქის სწრაფ განვითარებას, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მეტი პროექტის განხორციელებას, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამაღლებას, მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.