2021 წელს საქართველომ 102 703 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი დაახარვეზა - 20 203 კილოგრამი ეტიკეტზე დატანილი შეუსაბამო ინფორმაციის გამო იმპორტიორ ქვეყანას დაუბრუნა, 82 500 კილოგრამი კი პროდუქტში აღმოჩენილი მავნე ნივთიერების გამო გაანადგურა.
ზოგადად, საქართველო ყოველწლიურად 50-55 ათას ტონა გაყინულ ფრინველის ხორცს ყიდულობს და ქვეყნიდან საშუალოდ 60-65 მლნ დოლარი გადის. 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 21,423 მლნ დოლარის ღირებულების 19 057 ტონა გაყინული ქათმის იმპორტი უკვე განხორციელდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთი იყო, სადაც საქართველომ 6,539 მლნ დოლარის ღირებულების 4 958 ტონა ქათამი იყიდა.
Top-10 ქვეყანა, სადაც საქართველო გაყინული ქათმის ხორცს ყიდულობს:
ამასთან, საქართველო გაყინული ქათმის ხორცს ყიდულობს კანადაში, ფინეთში, ლიეტუვაში, ესპანეთში, ბელგიაში, რუსეთსა და ა.შ.