როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის პრივილეგირებული ელიტა ხალხის შიმშილის ფონზე

იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში ქვეყნის ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეს და ქრონიკულ შიმშილს ებრძვის. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა საკვების "მწვავე" უკმარისობას განიცდის. ლიდერმა კრიზისში ბრალი გასულ წელს მომხდარ ტაიფუნებს და წყალდიდობას დასდო. მიზეზად ასევე კოროავირუსის პანდემია დასახელდა, რის გამოც სავაჭრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეჩერდა და საზღვრები ჩაიკეტა.

ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოება საოცარ უთანასწორო პირობებში ცხოვრობს:

სახელმწიფოს ელიტას დედაქალაქში ცხოვრების უფლება აქვს

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობა ხუთ კასტად არის დაყოფილი. პრივილეგირებულ ელიტას - ჩრდილოეთ კორეელთა 10% მიეკუთვნება. ისინი "სპეციალური" სტატუსით სარგებლობენ და დედაქალაქ ფხენიანში ცხოვრების უფლება მხოლოდ მათ აქვთ.

დანარჩენ მოსახლეობას დედაქალაქში შესვლა ეკრძალება.

ჩრდილოეთ კორეის სამი სოციალურად დაუცველი კასტა, ვალდებულია იცხოვროს იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო მიუთიტებს. მათ არ აქვთ დედაქალაქში ცხოვრების უფლება. არ აქვთ ზედმეტი საკვების მიღების, ან ზედმეტი ძილის უფლებაც კი.

ელიტას შეუძლია თვეში ათასობით დოლარი გამოიმუშაოს

ელიტის მაღალ ეშელონებს თვეში ათასობით დოლარის გამომუშავება შეუძლიათ, ხოლო დედაქალაქის “საშუალო“ კასტის მცხოვრებელი მხოლოდ 30-40 დოლარს შოულობს. მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირებისთვის ბინა, კომუნალურები, საკვები და ყველა საჭირო მომსახურება სახელმფოს მიერ სუბსიდირდება. ხოლო დანარჩენი მოსახლეობა შეღავათის სახით მხოლოდ 2 ან 3 დოლარს იღებს. ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული კორუფცია.

ელიტას მუდმივად აქვს კარგი საკვები

ჩრდილოეთ კორეის გასაკუთრებულ 10% -ს მუდმივად აქვს კარგი საკვები. მათ უფლება აქვთ ფხენიანში საუკეთესო რესტორნებს ეწვიო და სხვადასხვა დელიკატესები დააგემოვნონ. ყველაზე პოპულარულია კორეული BBQ, შემწვარი ქათამი და ევროპული სტილის კაფეები.

ლიდერის დიეტა

მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინს ზედმეტი კილოგრამების დაკლება მოუწია, ცნობილი გახდა მისი დიეტაც, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ლიდერი მხოლოდ მაღალი ხარისხის დანიური ღორის ხორცით, ირანული ხიზილალით იკვებება. მიირთმევს იაპონური დელიკატესებს. მაგალითად, 2016 წელს, მხოლოდ მისი საყვარელი ბრაზილიური ყავაის შეძენა ბიუჯეტს 921 712 აშშ დოლარი დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიმი ყოველწლიურად ხარჯავს ათასობით დოლარს ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე.

დანარჩენ მოსახლეობას საკვები არ ჰყოფნის

ე.წ. ღარიბი კასტა უკიდურესად მწირი რაციონით ცხოვრობს, რომელიც 2019 წლის მაისში, დღეში 300 გრამამდე შემცირდა. წელს ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანას სურსათის დეფიციტი აქვს. დღეს ღარიბ გლეხს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ულუფის ჭამის უფლება აქვს. ზოგ შემთხვევაში, საკვების სიმწირის გამო, ადამიანები შიმშილითაც კი კვდებიან.

ელიტარული კორპუსები

დედაქალაქში რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი არსებობს. აპარტამენტები ყველა თანამედროვე კომფორტით არის აღჭურვილი, სადაც ცხოვრების უფლება მხოლოდ ელიტის წევრებს აქვთ. ერთი აპარტამენტის საშუალო ფასი 250 000 დოლარია. თავად კიმ ჩენ ინი ქვეყანაში 17 სასახლეს ფლობს. ასევე ფლობს ათეულობით უძრავ ქონებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აქვს საკუთარი კერძო კუნძული.

დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად დასამუშავებელ მიწებზე აშენებულ ქოხებში ცხოვრობს. ღარიბებისთვის ასევე გამოყოფილია სოციალური საზოგადოებრივი ტუალეტები. დამოუკიდებელი საპირფარეშო მათ იშვიათად აქვთ.

ელიტა ყველა სასურველ ნივთს შავ ბაზარზე ყიდულობს

ქვეყანაში მაღალი კლასის ნაკეთობების დეფიციტია. ამის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ე.წ. შავ ბაზარზე ხდება ვაჭრობა. ყიდიან ყველაფერს, იმპორტირებული ელექტრო ნივთებიდან დაწყებული, ტანსაცმლით და ძვირფასეულობით დამთავრებული. ე.წ. მაღალი კლასი ძირითადად ელექტრო ავტომობილებით და ძვირადღირებული მანქანებით დადიან.

დანარჩენ მოსახლეობას კი მხოლოდ ველოსიპედით და ეტლში შებმული ცხენებით ან ხარებით გადაადგილების უფლება აქვს. ჩრდილოეთ კორეელთა უმეტესობას საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი ავტომობილებზე.

ელექტროენერგია

დროდადრო დედაქალაქში ელექტროენერგია ითიშება, მაგრამ ელიტის ზედა ეშელონების წევრები გენერატორების სისტემას ფლობენ, რომლებიც უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფენ. ამ ფონზე მოსახლეობის უმრავლესობას დენი ან გრაფიკით მიეწოდება, ან საერთოდ არ აქვთ. პერიფერიებში არსებულ სოფლებში დიდი ნაწილი დღესაც სანთელს მოიხმარს.

კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ მობილური ტელეფონის შეძენისა და ტარების უფლება მხოლოდ ელიტის წევრებს აქვთ.

დანარჩენ მოსახლეობას მობილური ტელეფონების ფლობა ეკრძალება. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული წვდომა საზოგადოებრივ სადგურზე, მაგრამ ხელისუფლება ყველა ზარს მკაცრად აკონტროლებს.

რაც შეეხება ინტერნეტს, VIP ადამიანებს ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდავად აქვთ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ ვებ-გვერდზე და ელ. მისამართზე დაუბრკოლებლად შევიდნენ. მათ გარდა ინტერნეტით ვერავინ სარგებლობს, რადგან აკრძალულია.

ჩრდილოეთ კორეელებს წვდომა მხოლოდ gwangmyeon- ზე, შიდა ქსელში აქვთ, რომელიც ელექტრონულ ფოსტასაც იძლევა. არავის აქვს ნებადართული ინტერნეტით სარგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და გარე სამყაროსთან ძალიან შეზღუდულია.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი