"ანაკლია სტრატეგიული პროექტია და სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, როგორ გავხადოთ პროექტი ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო"

ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია და სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, მიუხედავად პოსტპანდემიური ვითარებისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო კონსულტანტი აკეთებს ბაზრის კვლევას და შედეგების შემდეგ გამოჩნდება, რა ფორმით შეიძლება ინვესტორებისთვის ანაკლიის პროექტის შეთავაზება.

“ჩვენ ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც აკეთებს განახლებას 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის და ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების. დაახლოებით ერთ თვეში გვექნება შედეგი და ჩვენ დავინახავთ, რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს", - განაცხადა თურნავამ.