ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - ყველა ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა, გამოსწორდება, მთავარია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ყველა ხარვეზი, რაც არსებობდა, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გამოსწორდება და მთავარია ეს პროექტი უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს პოზიტიური მოლოდინები მედიაციის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ყოველთვის, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შესაძლოა, გაკეთდეს ცოტა უკეთესად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით, რომელსაც უძღვება ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი და გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა, თუნდაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გამოსწორდება, ისეთი არაფერია. მთავარია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს",- განაცხადა თურნავამ.