ქვეყნები, საიდანაც საქართველოში სუნამოები შემოდის

2021 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში სუნამოებისა და ტუალეტის წყლის იმპორტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა; არაპანდემიურ 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი მცირედით შემცირებულია.

კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8 794 270 დოლარის სუნამო და ტუალეტის წყალი შემოვიდა, მაშინ როცა, გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტი 6 770 500 დოლარი; 2019 წლის იანვარ-მაისში კი 8 861 360 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის, 4 ქვეყანა ლიდერობს. ამ ქვეყნების ოთხეულში ლიდერობს პოლონეთი, საიდანაც 2021 წლის 1-ელ 5 თვეში იმპორტმა - 1 786 720 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს რუსეთი - 1 232 060 დოლარის იმპორტით; მე-3 ადგილზეა - საფრანგეთი - 1 184 670 დოლარით; მე-4 პოზიციას კი ესპანეთი იკავებს, საიდანაც 1 039 860 დოლარის სუნამოს იმპორტი განხორციელდა.

თაია არდოტელი