საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 35 928 ტესტი ჩატარდა.