მაიას ტომის არტეფაქტები, აეროპორტში დაყრილი ოქროს ზოდები და უძველესი ნახატები - ნაგავში ნაპოვნი ნამდვილი განძი

ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი ამბავი გახდა ცნობილი. ქალმა ონტარიოში, კანადის ნაგავსაყრელზე დევიდ ბოუის ხელმოწერილი ნახატი იპოვა. არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვებმა ძალიან ღირებული და ანტიკვარული ნივთები სრულიად შემთხვევით, ასევე ნაგავში იპოვეს.

წარმოგიდგენთ უცნაურ ფაქტებს:

მაიას ტომის არტეფაქტები

ნიუ - იორკში მცხოვრებ ნაგვის შემგროვებელ ნიკ დიმოლას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ნაგვის ძველ კონტეინერში, რომელიც მან 2004 წელს სტუდიის გაწმენდის დროს იპოვა, მაიას უძველესი ნიმუშებით იქნებოდა სავსე.

დიმოლას შენობის გასასუფთავებლად, რომელიც გარდაცვლილი აბსტრაქტული მხატვრის კლინტონ ჰილის ეკუთვნოდა, 4500 დოლარი გადაუხადეს. დასუფთავების დროს 2500 წლის წინანდელი არტეფაქტები შეცდომით ნაგავში მოათავსეს, დიმოლამ კი კონტეინერი საწყობში გადატანა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში ხელუხლებლად იდო.

2009 წელს მან გადაწყვიტა კონტეინერი გაეხსნა და შიგნით უძველესი არტეფაქტები აღმოაჩინა, რაც 16 500 დოლარად გაყიდა.

დევიდ ბოუის ნახატი

ეს ნახატი მსურველმა კანადაში, ონტარიოს ძველმანებში 5 დოლარად იყიდა. უცნობია, თუ ვისი სახეა წარმოდგენილი ნახევრად აბსტრაქტულ აკრილის პორტრეტზე, მაგრამ ტილოს უკან დევიდ ბოუის ხელმოწერა ადვილად იკითხება.

ორიგინალმა ხელმოწერამ დაადასტურა, რომ ის ბოუის ნახატია. ნივთი აუქციონზე 75 100 კანადურ დოლარად გაიყიდა.

აეროპორტში დაყრილი ოქროს ზოდები

2018 წელს სამხრეთ კორეის ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტის დამლაგებელმა ნაგვის ყუთში 330 000 აშშ დოლარის ღირებულების შვიდი ოქროს ზოდი იპოვა. მან აღმოჩენა პოლიციას გადასცა. მფლობელის იდენტიფიცირება მოხდა, მაგრამ მან ოქროს აღებაზე უარი თქვა, რაც სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს კვეთდა.

სამხრეთ კორეის კანონის თანახმად, დამლაგებელ ქალს შეეძლო აეღო ოქროს ზოდები, თუ მესაკუთრე მათ ექვსი თვის განმავლობაში არ მოითხოვდა.

აღიარებული მხატვრობა

2003 წლის ერთ დილას მანჰეტენის მკვიდრი ელიზ აბეტ გიბსონი ნიუ-იორკის ზემო ისტ-საიდში სეირნობდა, ნაგვის ურნასთან ფერადი ტილო შენიშნა. მან ნახატი აიღო და თავის ბინაში ჩამოკიდა. მოგვიანებით სპეციალისტის შეფასების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ნამუშევარი იყო ცნობილი მექსიკელი აბსტრაქტული მხატვრის რუფინო ტამაიოს 1970 წლის ნახატი სახელწოდებით Tres Personajes (სამი კაცი).

ნამუშევარი 1987 წელს ჰიუსტონის საწყობიდან მოიპარეს. ნახატი თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა და 1 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. გიბსონმა თანხის ნაწილი მიიღო.

მილიონ დოლარიანი ლატარიის ბილეთი

მასაჩუსეტსის მკვიდრმა, 83 წლის ედვარდ სენტ ჯონმა ნაგავში ლატარიის ბილეთი იპოვა, რომელმაც ჯეკ პოტი - 1 მილიონი დოლარი მოიგო. მას თანხა უნდა მიეღო, თუმცა მალევე ბილეთის თავდაპირველი მფლობელის ოჯახი გამოჩნდა და სასამართლო პროცესი დაიწყო.

სასამართლოში თითქმის ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჯონს თანხმობა 140,000 აშშ დოლარი ერგო, ხოლო თავდაპირველი ბილეთის მფლობელს დანარჩენი ნაწილი.

მილიონ დოლარიანი ბეისბოლის ბარათები

2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ოჯახმა, დიდი ბებია-ბაბუის ნივთებში შვიდი Ty Cobb ბეისბოლის ბარათი იპოვა.

თავდაპირველად მათ წარმოდგენაც არ ჰქოდათ, თუ რაოდენ ძვირფასი იყო აღმოჩენა. ულტრა იშვიათი ბარათები თარიღდება 1900-იანი წლების დასაწყისიდან და 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.

350 წლის ორი ნახატი

ერთ-ერთმა პირმა გერმანიის საავტომობილო გზების მომსახურების სადგურთან, ბუნკერში XVII საუკუნის ორი ნახატის კარკასი აღმოაჩინა.

აღმოჩენის შემდეგ, მძღოლმა ნახატები კიოლნის გადასცა ხელისუფლებას და გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი იტალიელი მხატვრის პიეტრო ბელოტის და ჰოლანდიელი მხატვრის სამუელ ვან ჰოგსტრატენის ორიგინალი ნამუშევრები იყო. 350 წლის ხელოვნების ორივე ნამუშევარის ფასი მილიონ დოლარს აღემატება.

თეონა რამაზაშვილი