პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა ხვალ გაგრძელდება

28 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნება, რომლის მთავარი საკითხი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში იქნება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად.

რიგგარეშე სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში. ასევე, განცხადებებს გააკეთებენ უფრაქციო დეპუტატები.

პრემიერ-მინისტრმა ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს - საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარუდგინა.