კოლიზეუმის რესტავრაციის მეორე ეტაპი დასრულდა და ტურისტებისთვის გაიხსნა

კოლიზეუმში რემონტი დასრულდა და დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას Reuters-ის რომის ბიურო ავრცელებს. 2 წლის განმავლობაში 80 არქეოლოგი, არქიტექტორი და ინჟინერი მუშაობდა „ჰიპოგეუმის“ სცენის მოწყობაზე, რომელიც 15 000 კვ.მ-ია. სამუშაოებს იტალიური მოდის ჯგუფი Tod’s აფინანსებდა. ეს კოლიზიუმის სამეტაპიანი რესტავრაციის მეორე ეტაპია. პროცესი 8 წლის წინ დაიწყო, როცა Tod’s-მა პირობა დადო, რომ პროექტზე 25 მლნ ევროს (30 მლნ დოლარს) დახარჯავდა.

„ყურადღბის ცენტრში დავაბრუნეთ ძეგლი, რომელიც მთელ მსოფლიოს უყვარს,“ - აცხადებს Tod’s-ის ხელმძღვანელი დიეგო დელა ვალე.

ახალ 160-მეტრიან სავალ ნაწილზე კოლიზეუმის ის ადგილები ჩანს, რომელიც მანამდე ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ესაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გალიები და ოთახები, სადაც პატიმრები, ცხოველები და გლადიატორები „ლუკების“ გავლით ასპარეზზე შესვლას ელოდებოდნენ.

„ეს იტალიისთვის უმთავრესი საკითხია. მსოფლიოში სახელგანთქმული ძეგლები და ტურიზმი მხოლოდ გართობა კი არა, იტალიში წამყვანი ბიზნესია. ამ ძეგლებს თუ კარგად მოვუვლით, მსოფლიოში მათი დონის არცერთი არ იქნება. კომპანიებმა უნდა გაითავისონ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ქვეყნისთვის,“ - აცხადებს დელა ვალე, რომელიც მილანის ოპერის თეატრ ლა სკალასაც აფინანსებს.

ის მოუწოდებს კოლეგა ბიზნესმენებს, თითოეულმა თითო ძეგლი აიღოს სარესტავრაციოდ და ეს დაჩქრებული წესით გააკეთნ.

რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი კოლიზეუმის ფასადის გაწმენდას მოიცავდა, რომელიც 2016 წელს დასრულდა, ხოლო მესამე, ბოლო ეტაპზე ძეგლის გალერეა და განათების სისტემა განახლდება. აგრეთვე, გაიხსნება ახალი ცენტრი დამთვალიერებლებისთვის. პროექტი, დაახლოებით, 3 წელიწადში დასრულდება.

მთავრობამ ცალკე გადაწყვიტა, კოლიზეუმში მაღალტექნოლოგიური მოძრავი იატაკი მოაწყოს, რომლის აშენებასაც 2023 წლისთვის მოელიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ