2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,4%-დან 14,8%-მდე მოიმატა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 6,5%-დან 6,6%-მდე გაძვირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მაისში ყველაზე მეტად იპოთეკური სესხები გაძვირდა, ლომბარდული სესხი კი პირიქით, გაიაფდა.
როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (მაისის სტატისტიკა):
- იპოთეკურ სესხები - 11,46% (აპრილი - 10,76%)
- ავტოსესი - 21,56% (აპრილი - 21,19%)
- ლომბარდული სესხი - 20,30% (აპრილი - 20,50%)
- სამომხმარებლო სესხი - 19,53% (აპრილი - 19,04%)
- სამომხმარებლო სესხი - უზრუნველყოფილი - 13% (აპრილი - 12,55%)
- სამომხმარებლო სესხი - არაუზრულველყოფილი - 21,17% (აპრილი - 21,12%)