Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1508 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1508 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1430 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1489 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7601 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.