ახალი ვალდებულების ამოქმედება, გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის, გადავადდა

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება გადავადდა.

კერძოდ, საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. შესაბამისად, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევდათ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოეყვანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტიპის მოწყობილობების რეალიზაცია ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, მთავრობის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, ამ რეგლამენტის ამოქმედება გადავადდა და 1-ლი ივლისის ნაცვლად, 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს, ის ეხება როგორც მოწყობილობებს, ასევე, საამწყობრო ნაწილებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, რომელთა საქართველოში შემოტანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრამდე.

თაია არდოტელი