"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” აგრძელებს ფასების შემცირებას ყველა პროდუქტზე

როგორც "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ხელმძღვანელობა აცხადებს - დაწყებული მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე, მცირდება ფასები ყველა სახის ნავთობპროდუქტზე მთელი ქსელის მასშტაბით.

ამ პერიოდის განმავლობაში, სოკარის ქსელში კლებამ 25 – 29 თეთრი შეადგინა. ამჯერად ფასები 5-10 თეთრით შემცირდა და შეადგინა ნანო-დიზელზე - 1,85 ლარი; ევროდიზელზე- 2,01; ნანო-რეგულარზე - 1,88; ევრორეგულარზე -1,91; ნანო-პრემიუმზე - 2,01 და სუპერზე - 2,10 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვენახევრის განმავლობაში ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა” 9-ჯერ განახორციელა ფასების შემცირება. გარდა აღნიშნულისა, სოკარის სერვის-ცენტრებში მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას 5-დან 15 თეთრამდე, იმის და მიხედვით, თუ რა რაოდენობის საწვავს შეიძენენ.