საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 709 ტესტი ჩატარდა.