აშშ-ს ვაჭრობის მდივანი მოითხოვს, კონგრესმენებმა მიკროსქემების დაფინანსების კანონპროექტი აგვისტოს არდადეგებადე დაამტკიცონ

აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ გუშინ კონგრესმენებს მოუწოდა, ნახევრადგამტარი პროდუქციის წარმოება-კვლევებისთვის სახელმწიფო დაფინანსების 52 მლრდ დოლარამდე გაზრდის კანონპროექტი აგვისტოს არდადეგებამდე დაამტკიცონ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

8 ივნისს სენატმა 62/38-ის წინააღმდეგ მოიწონა კანონპროექტი, სახელწოდებით „ინოვაციებისა და კონკურენციის შესახებ“, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიებთან ქვეყნის კონკურენციის მიზნით 190 მლრდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„ეს არსებითად მნიშვნელოვანია, აუცილებელია და ვიმედოვნებ, რომ კონგრესი ამ პროცესს მალე დაასრულებს, ვიდრე აგვისტოში საზაფხულო არდადეგებზე გავა. წარმომადგენლობითი პალატიდან დადებითი სიგნალები იმაზე მიუთითებს, რომ კონგრესმენები მზად არიან, დახმარება მოკლე ვადაში გაგვიწიონ, “ - აცხადებს რაიმონდო, რომელიც კონგრესსა და სენატს შორის ნახევრადგამტარი პროდუქციის დაფინანსების საკითში არსებითად განსხვავებულ პოზიციებს ვერ ხედავს. ვაჭრობის მდივანი ამ კანონპროექტს „ნაციონალური და ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხს“ უწოდებს. ის გეგმავს, უახლოეს დღეებში წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნენსი პელოსს შეხვდეს.

„უბრალოდ, მსურს, ის დავარწმუნო, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა კანონპორექტი მის კაბინეტში მოხვდეს,“ - აცხადებს რაიმონდო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ კონგრესი სენატის მიერ მოწონებულ კანონპროექტს ადვილად არ მიიღებს და შეეცდება მას „თავისი კვალი დაამჩნიოს.“

მაისში ვაჭრობის მდივანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში მიკროსქემების წარმოება 150 მლრდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავს, რის შედეგედაც 7-დან 10-მდე ახალი საწარმო გაიხსნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ