,,დასაქმებულთა რაოდენობა 25-30%-ით გავზარდეთ“- ,,ინექს გრუპი“

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ამანათებზე მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად, მიწოდების სფეროში მოქმედ კომპანიებს მუშახელის დამატება მოუწიათ.

თუმცა პანდემიის დაწყების დროსაც იყო და დღემდე რჩება დაბრკოლებებიც. კერძოდ, გასულ კვირას მიწოდების გლობალური კომპანია FedEx-ის აქციების გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ დასაქმებულთა სიმცირის გამო დაგვიანებული გზავნილები დასახელდა. კომპანიაში ამბობენ, რომ დასაქმებულების პრობლემას მაქსიმუმ 2-3 თვეში მოაგვარებენ.

კადრების პრობლემა არ შექმნიათ ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს, თუმცა როგორც „ინექს გრუპში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, პანდემიიდან დღემდე დასაქმებულთა რაოდენობა 25-30%-ით გაზარდეს.

,,პანდემიის დროს როგორც მთელს მსოფლიოში, ისევე ჩვენთან ამანათების როდენობა გაიზარდა, რადგან დისტანციურ ვაჭრობაზე გადავიდა მოსახლეობის დიდი ნაწილი. მიუხედავად ამისა, კადრების პრობლემა არ შეგვქმნია. გავზარდეთ დასაქმებულთა რაოდენობა წლის განმავლობაში 25-30%-ით. თუმცა, კადრების პრობლემა ნამდვილად არ შეგვქმნია, რადგან საქართველოში დასაქმება პრობლემაა.

კადრები დავამატეთ ამანათების გაზრდილი მოცულობის გამო არსებულ მიმართულებებზე და ასევე, ახალ მიმართულებებზე გასვლის გამო. სულ რამდენიმე დღის წინ დავამატეთ თურქეთის მიმართულება და კიდევ ვგეგმავთ სიახლეებს ამ მხრივ“, - აცხადებს ,,ინექს გრუპის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი