Facebook-ის კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ვაჭრობის დროს ამერიკული კომპანია Facebook-ის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ელექტრონული ბირჟა Nasdaq-ის მონაცემებით, ორშაბათს Facebook-ის თითო აქციის ფასი 4,66%-ით, ანუ 15,92 დოლარით გაიზარდა. შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა.

აქციების ღირებულების მკვეთრი ზრდა საოლქო სასამართლოში ამერიკელ მარეგულირებლებზე Facebook-ის გამარჯვებამ განაპირობა. კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე ანტიმონოპოლიური საქმეა აღძრული.

კოკა კვირკველია