ოქრო 1770,8 დოლარამდე გაიაფდა

ზედიზედ ორი სავაჭრო სესიის ფარგლებში მზარდი ტენდენციის შემდეგ, ოქროს ფასმა კლება დაიწყო. NYMEX-ის ბირჟაზე მისმა ფასმა აგვისტოს კონტრაქტებზე 0,6%-ით იკლო 1770,8 დოლარამდე უნციაზე. თვის მინიმუმი - 1760 დოლარი კი 17 ივნისს დაფიქსირდა.

გამორიცხული არ არის, რომ ოქროს ფასი 2016 წლის მინიმუმამდე დაეცეს, ამის მიზეზი კი ფედრეზერვის მხრიდან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინია - წერს Trading Economics. გამოცემის მონაცემებით, ოქროს ფასი ივნისის განმავლობაში შემცირებულია 7%-ით.

Saxo Bank-ის ხელმძღვანელის ოლე ჰანსენის თქმით, წლის მესამე კვარტალი ოქროსთვის და ნავთობისთვის იქნება კონსოლიდაციის პერიოდი. მისივე თქმით, სწორედ ოქრო გახდება დოლარის ორიენტირი მომდევნო თვეების განმავლობაში და ოქრო მოახდენს პოზიტიურ რეაგირებას COVID-19 პანდემიის ახალ ტალღაზე, ვინაიდან ის ზღუდავს ცენტრალურ ბანკებს, მაღლა ასწიონ საპროცენტო განაკვეთები, მაღალი ინფლაციის პირობებშიც კი.

Saxo Bank-ის პროგნოზით, ოქროს ფასმა სექტემბრის ბოლოსკენ შესაძლოა, უნციაზე 1800 დოლარს მიაღწიოს.

კოკა კვირკველია