სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან მოცვის ექსპორტის ღირებულებამ 2,429.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

29 ივნისის მონაცემებით საქართველოდან მოცვის ექსპორტის ღირებულებამ 2,429.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით 376 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,429.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 14 ტონით (4%), ხოლო ღირებულება 307 ათასი აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, მოცვის საექსპორტო ფასი 10%-ით გაიზარდა და 6.5 $/კგ შეადგინა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (363 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (8.3 ტონა), სომხეთში (2.0 ტონა), ყატარში (1.5 ტონა) და მოლდოვაში (0.9 ტონა).