მხოლოდ 10 ბინა ბათუმში 10%-იანი ფასდაკლებითა და 4-წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით

რამდენიმე თვეში ბათუმში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, აუზს, სპორტდარბაზს, რესტორანს, კონსიერჟის მომსახურებას, კომერციულ ფართებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს.

დასრულებამდე „ტერასა ბათუმის“ 10 ბინაზე მოქმედებს ზაფხულის სპეციალური შეთავაზება - 10 ბინა 10%-იანი ფასდაკლებითა და 4-წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით. ბინების ფართობი 34.1 კვადრატული მეტრია, რაც იდეალურია კომერციული მიზნებისთვის.

terasabatumi2-1625032335.jpg

აპარტამენტები ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რაც მობინადრეების დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვას ემსახურება. ბინების რემონტს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, დასრულების შემდეგ კი კომპანია ICR-ის შემადგენლობაში შემავალი „ლაბორატორია ჩემი სახლის“ ავეჯით ჩაბარდება.

„ტერასა ბათუმი“ ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში, ახალი ბულვარის დასაწყისში, ტურისტულად მომგებიან ადგილზე მდებარეობს. ამასთან, დეველოპერული კომპანია აპარტამენტების მფლობელებს გაქირავების სერვისს სთავაზობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის, რაც შემოსავლის უწყვეტად მიღების შესაძლებლობასა და დამატებით კომფორტს ქმნის. სურვილის შემთხვევაში, მესაკუთრეებს ფაქტობრივად, არ მოუწევთ ბათუმში ვიზიტი, რადგან „ტერასა ჯგუფი“ თავად უზრუნველყოფს დასუფთავების და მაღალი ხარისხის მომსახურების შესაბამის სერვისებს.

terasabatumi3-1625032387.jpg

კომპლექსი 29 სართულისგან შედგება და 525 აპარტამენტს მოიცავს, რომლის უმეტესობაც უკვე გაყიდულია. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი ყველა დეტალს პირადად გაგაცნობთ:

ganacxadiii-1625032433.jpg

(R)