საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.