თბილისში კია სორენტოს ახალი 2015 წლის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა

„თბილისი ივენთ ჰოლში“ კია მოტორს ჯორჯიამ 7 ადგილიანი ქროსოვერის - სორენტოს ახალი 2015 წლის მოდელის პრეზენტაცია გამართა.

მოდელის დებიუტი 2014 წლის პარიზის ავტოშოუზე შედგა, საქართველოს ავტოსალონი კი გახდა პირველი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, რომლის მომხმარებელსაც ახალი სორენტოს შეძენა უკვე 12 დეკემბრიდან შეუძლია, დანარჩენ ქვეყნებში კი მოდელის გაყიდვა 2015 წლიდან დაიწყება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მესამე თაობის სორენტო, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, პრემიუმ კლასის ინტერიერით და კომფორტით.

ახალი სორენტო მომხმარებელს სთავაზობს ოფციების მრავალფეროვან არჩევანს, მისი გაძლიერებული კორპუსის სტრუქტურა უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას. მოდელი პოზიციონირებულია ბაზარზე როგორც იდეალური, მოქნილი კროსოვერი საუკეთესო გამავლობით. სორენტო თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მოდელია, მან ქრაშ ტესტებში უკვე აიღო 5 ვარსკვლავი, როგორც მგზავრის, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაში. კია მოტორს ჯორჯიას მომხმარებელებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ როგორც ბენზინის, ისე დიზელის რამდენიმე ტიპის ძრავზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 224 01 01 www.kia.ge