Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1625 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1625 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1601 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 29 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1603 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7608 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.