ვინ მოაწყობს და როგორი იქნება განახლებული „ბროწეულის სკვერი“ გლდანში (+ფოტო)

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სკვერი ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.

რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის და ჭადრაკის მაგიდები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი. ასევე, სასმელი წყლის სოკოები და ფიტნეს ზონა.

თბილისი მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 196 990 ლარია გათვალისწინებული.

„ბროწეულის სკვერის“ რეაბილიტაციას შპს ლაგო აწარმოებს. რეესტრის მიხედვით, „ლაგო“ 2011 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც გოჩა გოჩიაშვილია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 20 აპრილის განკარგულებით, „ლაგო“ თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანიაა.

skveri4-1625045062.jpgskveri3-1625045062.jpgskveri1-1625045065.jpgskveri2-1625045064.jpg