მედია - Mitsubishi Electric კონდიციონერების მონაცემებს 1980-იანი წლებიდან აყალბებდა

ტექნიკის მწარმობელი მსხვილი იაპონური კომპანია Mitsubishi Electric თავის წარმოებულ კონდიციონერებზე მონაცემებს 35 წელიწადზე მეტია, აყალბებდა. ინფორმაციას იაპონური სააგენტო NHK ავრცელებს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია შიდა დოკუმენტებში მიუთითებდა, რომ კონდიციონერების მუშაობასა და მათ უსაფრთხოებას ამოწმებდა. თუმცა რეალურად ამ ტიპის სამუშაოებს არ ატარებდა. კომპანიის შიდა წყაროების ცნობით, მონაცემთა გაყალბება შესაძლოა, 1980-იან წლებში დაწყებულიყო და დღემდე გრძელდებოდა. აღნიშნულ საქმეზე კომპანიამ მსხვილმასშტაბიანი შიდა გამოძიება დაიწყო.

Mitsubishi Electric-ში აცხადებენ, რომ ყველა გაყიდული კომპაქტური კონდიციონერი უსაფრთხოების მოთხოვნებს შეესაბამებოდა და გამართულად მუშაობდა. თუმცა კომპანიამ მომხმარებლებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მაინც მოუბოდიშა.

კოკა კვირკველია