სუპერიახტების მფლობელებისთვის საბერძნეთი მთავარ მიმართულებად იქცა

სუპერიახტების მფლობელებისთვის საბერძნეთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, 25 ივნისის მონაცემებით, საბერძნეთის სანაპიროებთან სულ მცირე 194 კატარღა იმყოფებოდა - 80-ზე მეტი მაისთან შედარებით.

საბერძნეთის სანაპიროებთან მილიარდერების: დევიდ გეფენის (Forbes- ის თანახმად 10,1 მილიარდი დოლარი), აბდულა ალ-ფუტაიმის (2,2 მილიარდი დოლარი) და ერნესტო ბერტარელის ($ 8,6 მილიარდი) სუპერიახტებიც დაფიქსირდნენ.

გარდა ამისა, Daily Mail წერდა, რომ საბერძნეთის წყლებში ავსტრალიელი მილიარდერის ჯეიმს პაკერის იახტა (3,5 მილიარდი დოლარი) ნახეს.

ქვეყანამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები უკვე გახსნა და 14 მაისიდან საკარანტინო მოთხოვნაც მოიხსნა. საზღვრის გადაკვეთა ახლა ვაქციაციის დამადასტურებელი საბუთით ან ტესტის პასუხით არის შესაძლებელი. თუმცა, ამავდროულად, საბერძნეთმა საზღვრის გადაკვეთის წესები გაამკაცრა რუსეთისთვის: 30 ივნისიდან ყველა ჩასულმა უნდა წარუდგინოს კორონავირუსის უარყოფითი ტესტის შედეგი. პასუხი სამი დღის შუალედში უნდა იყოს გაკეთებული. გარდა ამისა, საჭირო იქნება საზღვარზე ხელახლა ტესტირება.

Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ საბერძნეთში სამუშაო ადგილების 25% ტურიზმზე მოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.

თეონა რამაზაშვილი