თერჯოლის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე გაასხვისა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალასთავში მდებარე წყალსაქაჩ სადგურში დამონტაჟებული წყლის ტუმბო.

საგამოძიებო სამსახური დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს.