პარიზში შესაძლოა, ელექტროსკუტერების გამოყენება აიკრძალოს

პარიზის მერია ელექტრონული სკუტერების გაქირავების კომპანიებს კონტრაქტის გაწყვეტით ემუქრება, თუ სიჩქარის ფიქსირებული ლიმიტის დაწესებაზე და პარკინგის კონტროლის გამკაცრებაზე არ შეთანხმდებიან. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

მერიის პრინციპული გადაწყვეტილების მიზეზი გოგონას დაღუპვა გახდა, რომელსაც ივნისის შუა რიცხვებში სენის სანაპიროზე, ქვეითთა ​​ზონაში სკუტერი დაეჯახა. სკუტერებს პარიზელები მანამდეც უჩიოდნენ, რადგან ისინი ფეხით მოსიარულეებს აშინებენ ან შუა ქუჩაში არიან მიგდებული.

„ან ჩვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სკუტერები აღარ შექმნიან პრობლემებს და დამატებით საფრთხეს, განსაკუთრებით ფეხით მოსიარულეთათვის, ან ჩვენ ელექტროსკუტერებს საერთოდ ავკრძალავთ,” - აცხადებს პარიზის მერის თანაშემწე და სატრანსპორტო სექტორზე პასუხიმგებელი პირი ანი იდალგო დევიდ ბეიარი.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიოს ზოგიერთ დიდ ქალაქში მიკრომობილური საშუალებებით მოძრაობა უსაფრთხოების მიზნით აიკრძალა.

ელექტროსკუტერების გაქირავების სერვისებს Lime-ს, Dott-სა და Tier-ს საფრანგეთის დედაქალაქში მუშაობის უფლება 2020 წლის ივლისში მიენიჭათ. მათი ხელშეკრულება 2022 წელს იწურება. თითოეულ ოპერატორს 5000-მდე სკუტერი ჰყავს.

მანამდე, სტოკჰოლმში გაქირავების სერვისის ოპერატორებს ქუჩებში თითოეულ დაგდებულ ელექტროსკუტერზე ჯარიმების დაწესებით ემუქრებოდნენ. რადგან შვედეთის დედაქალაქში პარკირების წესების მიმართ მომხმარებელთა დაუდევრობა სისტემურ პრობლემად გადაიქცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ