ეროვნული ბანკი - საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 23.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.9 მლრდ აშშ დოლარი (-81.6 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -150.5 პროცენტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.0 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

„2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.2 მლრდ აშშ დოლარია (38.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 59.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.1 მლრდ აშშ დოლარი (119.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 958.7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.