შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა სამტრედიაში, წყალტუბოში, ზუგდიდსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 4282 კოლოფი უაქციზო თამბაქოსა და 9 ლიტრი უაქციზო კონიაკის ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 8 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.

7 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეცა

1 ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.